უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს!..

მიმდინარეობს საიტის განახლება

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით (ბიუჯეტი 2,268,832 აშშ დოლარს), პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი სტუდენტები, მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. დამატებით გაცნობებთ, რომ ამჟამად „ქართველოლოგიის პროგრამას“ გამოცხადებული აქვს კონკურსი ქართველი და ამერიკელი ხელოვანებისთვის. კონკურსის მიზანია 2023 წლის ზაფხულში, ამერიკულ-ქართული კოლაბორაციული პროექტის განხორციელების მიზნით, შეირჩეს 2 პოეტი/მწერალი (ამერიკელი და ქართველი) და 2 მუსიკოსი (ქართველი და ამერიკელი). კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 21 აპრილი. დეტალები იხილეთ ბმულზე: https://daviscenter.fas.harvard.edu/insights/call-proposals-exchanging-n...

პატივისცემით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი;  დეპარტამენტის უფროსი წერეთელი ნინო