უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს!..

მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესისა და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016). სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი. დანართის სახით გიგზავნით 2016 წლის 25 თებერვლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №12 დადგენილებას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“. გთხოვთ, უზრუნველყოთ ინფორმაციის გავრცელება და ხელმისაწვდომობა (იხ. მიბმული ფაილი). პატივისცემით,

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილე ლობჟანიძე ნინო