საერთაშორისო პროექტი VETPRO „ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით"
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტი VETPRO („ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia”) წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტის პირველი სამუშაო პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები შესრულებულია კონსორციუმის წევრი ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
მიმდინარე წლის 31 მარტს რიგით მესამე ყოველთვიური ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა და განხილულ იქნა მეორე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები.

