ცხადდება სტაჟირების პროგრამა ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

მიმდინარეობს საიტის განახლება

USAID-ის ,,ძლიერი სოფლის პროგრამა“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას   სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის,  რომელიც გულისხმობს ტურიზმის სფეროში სამუშაო გამოცდილების მიღებას საერთაშორისო და ქართველი ტურისტული ექსპერტების გუნდთან ერთად.  

პროგრამა ხორციელდება USAID Resilient Community Program, ასევე Solimar International, გლობალური მდგრადი ტურიზმის განვითარების კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში.

პროექტის განხორციელების ვადა:  ოთხი თვე, 1 მაისი- 31 აგვისტო.

ტრენინგები- 8-19 მაისი

შესაძლებელია   ვადებში მოხდეს მცირე კორექტირება.

პროექტი დაფარავს ხარჯებს:

  •  ყოველთვიური სტიპენდია 500 ლარი  
  • სამგზავრო ხარჯები
  • WiFi-ით უზრუნველყოფა

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 14 აპრილი

მოთხოვნები:

  1. აუცილებელია აპლიკანტმა იცოდეს სასაუბრო ინგლისური ენა;
  2. სასურველია აპლიკანტი იყოს ტურიზმის ან/და სოფლის მეურნეობის სფეროს   სტუდენტი/კურსდამთავრებული.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://jobs.ge/en/ads/?view=jobs&id=447955