უნივერსიტეტში დუალურ პროგრამაზე შუალედური შეფასება ახალი წესის შესაბამისად ჩატარდა

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  (სენაკის ბაზაზე) მიმდინარე ,,მეფუტკრეობის" დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველად ჩატარდა შუალედური შეფასება. შუალედური შეფასება არის განმავითარებელი ხასიათის და მიზნად ისახავს პროცესის მიმდინარეობის შეფასებას, არსებობის შემთხვევაში პრობლემების იდენტიფიცირებას მათი შემდგომში აღმოფხვრის მიზნით. შეფასება ჩატარდა ახალი წესის შესაბამისად, გარე პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის ,,დუოს" წარმომადგენლის მონაწილეობით, დაკვირვებას ახორციელებლად, როგორც გარე (ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები) , ასევე შიდა წარმომადგენლები. პროფესიულმა სტუდენტებმა დაამზადეს საფუტკრისთვის საჭირო ინვენტარი (ჩარჩოს აწყობა, მავთულის გაჭიმვა, ფიჭის ჩაკვრა.) სადურგლო სახელოსნოში, ხოლო შემდგომ საფუტკრე მეურნეობებში დაათვალიერეს სკები, შეაფასეს მათი მდგომარეობა, გააფართოეს ბუდეები, დაადგინეს ვაროას რაოდენობა.  სტუდენტებმა კომისიის მხრიდან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.  შეფასებაზე არ გამოცხადდა 2 პროფესიული სტუდენტები, რომლებიც ექვემდებარებიან განმეორებით შეფასებას. შუალედური შეფასება არის წინაპირობა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების.

         337495934_920276306051182_4485305289214989845_n.jpg 337476346_3351699095078556_4551554948694650716_n.jpg

         338814482_180138981540861_7209020412785989927_n.jpg 338862672_167859066152461_8758826352624823750_n.jpg