გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებათა ცენტრებთან აქტიურ თანამშრომლობას.

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Gori State University-ისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგებს შეხვდა და მიმოიხილა ამ უნივერსიტეტების ბავშვის უფლებათა ცენტრების მიერ ჩატარებული აქტივობები. გაიმართა დისკუსია ცენტრების განვითარებისა და მდგრადობის სტრატეგიის შესახებ.

ბავშვის უფლებათა ცენტრები ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაარსდა და ბავშვთა უფლებების შესახებ მნიშვნელოვან ცოდნას აწვდიან პედაგოგებს, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებსა და ბავშვებს.

       340983493_2459059060917953_4305055327193541877_n.jpg 340960616_1285547115677215_981957662713409318_n.jpg

       340964141_997415668306406_6870027562759091717_n.jpg 340965349_170670299241681_4440921500046781459_n.jpg