უნივერსიტეტი 2023 წლის 8 მაისიდან ავხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2023 წლის 8 მაისიდან ავხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
- ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
- ისტორიის მიმართულება:
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
- ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
- ვეტერინარიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
- ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო“ და ,,სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
ასისტენტ- პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.
- სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
პროფესიული ნიშნით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი (რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა) 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი (რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა) 3 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია
5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სპეციალური მომზადების კუსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
7. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
10. ორი ფოტოსურათი.
11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური და სქესობრივი დანაშაულის შესახებ).
კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2023 წლის 12 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 26 ივნისს (საბუთების განხილვა), 27 ივნისს (გასაუბრება).

