ცხადდება რეგისტრაცია ,,ელექტრომემონტაჟეს“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე!

მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხადდება მსმენელთა რეგისტრაცია ,,ელექტრომემონტაჟეს“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე 2023 წლის 11 მაისიდან 2023 წლის 21 მაისის ჩათვლით.პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,ელექტრომემონტაჟე’’ სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ელექტროობაში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. პროფესიული მომზადების პროგრამის ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისად აღჭურვილ A/C გარემოში. სწავლება განხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. სწავლის შედეგების შეფასება მოხდება სხვადასხვა მეთოდებით: გამოკითხვა, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით და პრაქტიკული დავალება . პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით. რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14 - აუდიტორია №116 (A-C გარემო).

აპლიკანტები პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ   გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

სასწავლო პროცესი განხორცილედება 05.07.2023-.07.10.2023 ვადაში, კვირეული 15 საათიანი დატვირთვით, მისამართზე:  ზუგდიდი, ჯანაშიას N14

დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე „ელექტრომემონტაჟე“   რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე  www.vet.emis.ge.

► ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ელექტრომემონტაჟე“ პროგრამის სახელწოდება სახელწოდება.

► ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.