უნივერსიტეტში პროფესიული ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა!

მიმდინარეობს საიტის განახლება

2023 წლის 5 მაისს ზსსუ-ში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  ზუგდიდისა და სენაკის ბაზის  21 -მა სტუდენტმა.  კონფერენციის ამოცანა იყო  პროფესიულ სტუდენტებს წარმოედგინათ სასწავლო პროცესის ფარგლებში შესრულებული კომპლექსური დავალებები პრეზენტაციის სახით. ღონისძიებას დაესწრო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ზოგადი ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებლები, პროფესიული სტუდენტები და დაინტერესებული პირები. დღის ბოლოს შეჯამდა კონფერენციის დღე. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მოდულების განმახორციელებლებს და პროფესიულ სტუდენტებს დაუღალავი შრომისთვის, თითოეულს უსურვეს შემდგომი წარმატება. წახალისების მიზნით სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო განმახორციელებლებს-მადლობის სიგელები.

როგორც ცნობილია, 9 კლასდამთავრებულ პირს შეუძლია ჩააბაროს  პროფესიულ ინტეგრირებულ 3 წლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ყველა მოდულის წარმატებით დაძლევის შემდეგ  გაცემული დოკუმენტი-დიპლომი უთანაბრდება სრულ ზოგად განათლებას.  აღნიშნული დიპლომი არის შესაძლებლობა  კურსდამთავრებულმა აირჩიოს გზა-დასაქმებისკენ ან/და სწავლის მომდევნო საფეხურზე (ბაკალავრიატი) გაგრძელებისკენ.  სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნული რეფორმის პილოტირებაში ჩართულია 2016 წლიდან.

იდეა- კონფერენცია, რომელშიც მხოლოდ ინტეგრირებული პროგრამების ზუგდიდისა და სენაკის ბაზის სტუდენტები მიიღებდნენ მონაწილეობას... დღე შედგა...შედეგიც დადგა...დიდი მიზნის წარმატებული დასაწყისის დასაწყისი... სასწავლო პროცესის ფარგლებში შესრულებული კომპლექსური დავალების ფარგლებში მომზადებული მასალების პრეზენტაცია...კონფერენციიის სტილში შესრულებული...ყველაფერში იგრძნობოდა ,,ინტეგრირების" ხიბლი...ზოგი თემაც კი მოდულების ინტეგრირებით იყო შერჩეული...ზოგიერთი 3 წლიანი, ზოგი კი 1 წლიანი შრომის შედეგი იყო, თუმცა ყველა მათგანში იგრძნობოდა მასწავლებლის და სტუდენტის მონდომების მაღალი ხარისხი...თურმე როგორ სჭირდებოდათ და გვჭირდებოდა ეს დღე იმისთვის რომ გვეთქვა: ,,ღირდა"...და სტუდენტებსაც მისცემოდათ მოტივაცია , გაექროთ კომპლექსები და ნაკლებად აფანცქალებოდათ გული კომისიის წინ წარსადგენად .. დიახ, იმ კომისიის, რომელიც 3 წლის განმავლობაში სტუდენტების მიერ დაუფლებულ კომპეტენციას ძალიან მალე გაუთანაბრებს სრულ ზოგად განათლებას და ეს ადამიანები შეფერხების გარეშე გააგრძელებენ გზას მაღალი საფეხურებისკენ... დღეს კარგი მოსავლის აღების შეგრძნება ყველას გვქონდა...მოულოდნელი აღოჩენებიც გაკეთდა, სასიამოვნო და ემოციური... იმდენად, რომ ცრემლებიც იყო, სიხარულის და მადლიერების ! შესაძლებლობა,რომლის საშუალებით, 9 კლასდამთავრებული პირი გადის 3 წლიან პროგრამას და დასრულების შემდგომ მისი დონე უთანაბრდება სრულ ზოგად განათლებას, შეუდარებელია. როცა ამავე დროს დარგში გაწაფული სპეციალისტებიც ხდებიან.

              342578314_749056733432210_4184339543236484164_n_0.jpg 343590390_236647178947422_8995312655238257859_n_0.jpg

              342586050_111986295223980_8481286218471400447_n_0.jpg 342653032_977388060102559_7648482890675709887_n_1.jpg