USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მკითხველთა კლუბის საინტერესო აქტივობა ჩატარდა
მიმდინარეობს საიტის განახლება
2023 წლის 26 მაისს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მკითხველთა კლუბის საინტერესო აქტივობა ჩატარდა ქ. ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გოგიამ ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლის VI ბ კლასის მოსწავლეებთან კითხვის ღია გაკვეთილი ჩაატარა. კითხვის აქტივობებში უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა კლასის მასწავლებელმა ნონა ჩალიგავამ მიიღო. ღია გაკვეთილი საინტერესოდ და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.







