უნივერსიტეტში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტივობის „იდეატორთა და STEM კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2023 წლის 30 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტივობის „იდეატორთა და STEM კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტებად ქცეული იდეების შესახებ ჟიურის წინაშე პრეზენტაციები წარმოადგინეს ზუგდიდის პირველი, მესამე, მეშვიდე, ხობის პირველი და ჭითაწყარის საჯარო სკოლის იდეატორთა და STEM კლუბების წევრებმა, რომელთაც კლუბების მუშაობის მანძილზე დახმარებას უწევდნენ უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. კლუბებში მუშაობის საინტერესო დეტალებსა და მიგნებებზე ისაუბრეს წარმოდგენილი სკოლების მასწავლებლებმა, დირექტორებმა, ტრენერებმა. უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მიმართვისას აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კლუბებში მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში გუნდურობის პრინციპების, საგნობრივი და კვლევის უნარების განვითარებისათვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას მოსწავლეების მიერ ინიცირებულ აქტივობებში. ღონისძიების ბოლოს რექტორმა გუნდები პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. ჟიურიმ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.

          351140897_941542230411869_2186325676661699492_n.jpg 351161931_755023086416123_4469918319647693088_n.jpg

          351175273_1629947374186533_9192090318422289673_n.jpg 351343795_801821537822084_2890739052010152056_n.jpg

          351146892_786258719790568_1649172838947006963_n.jpg 350923725_1030783504570382_2847698132638088196_n.jpg