უნივერსიტეტს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის და უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის აქტივობების ფარგლებში აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის და უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის აქტივობების ფარგლებში ესტუმრნენ აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეხვედრაზე შედგა დიალოგი ლიტერატურის არსის, მხატვრული სიტყვის მნიშვნელობის შესახებ.

აუდიტორიას ონლაინ ესაუბრა მწერალი გურამ ოდიშარია, მან მსმენელებს გააცნო „ლიტერატურული ხიდის“ რეალური ფაქტები; აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიასა და თვით გურამ ოდიაშარიას ნაწარმოებების გაცვლითი თარგმნების შესახებ (აფხაზური ქართულად და ქართული-აფხაზურად.) ეს წიგნები ითარგმნა იტალიურადაც და უკვე გამოიცა; გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“ და დაურ ნაჭყებიას „ღამის ნაპირი“. შეხვედრაზე მკითხველის ფერომენსა და სიტყვის ძალაზე სახალხო დიპლომატიაში აზრი გამოთქვეს მოსწავლებლებმა, მათმა მასწავლებლემა ნანა დარასელიამ და ინგა ჯგუშიამ.

დასკვნით ნაწილში უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა განათლების, წიგნიერების მნიშვნელობას, უნივერსიტეტის მისიას რეგიონში; ახალგაზრდებს უთხრა, რომ ეს შეხვედრა დასაწყისია და უნივერსიტეტი აგრძელებს მათთან მეგობრობას წიგნიერების, ღირებულებების, ომით დანგრეულის (აფზახებთან ურთიერთობა) სიყვარულით გადარჩენის მიზნით.

       IMG-b8b8cf3ef07c1f36ba370bfc84972019-V.jpg IMG-b9525a335514c8aedc3777750b554d24-V.jpg

       351490008_1315169242398415_1025560905789421364_n.jpg IMG-801445ab55eb9bd2a5b38a406839d588-V.jpg  

       352019861_770418444762135_3066589633752638578_n.jpg 352105190_221525043998896_1079897265876528875_n.jpg

       352357884_269315072157614_8216256480698954938_n.jpg 351520877_806672910607402_1721496793761139961_n.jpg