ცხადდება რეგისტრაცია ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე!
ცხადდება რეგისტრაცია ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე! ცხადდება მსმენელთა რეგისტრაცია ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 24 ივნისის ჩათვლით.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე - სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები აღნიშნული მიმართულებით. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. თეორიული და ნაწილობრივ პრაქტიკული სწავლება ჩატარდება სასწავლო უნივერსიტეტის თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიაში (A / B სივრცე), ხოლო ნაწილი პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული ობიექტების ბაზაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ თავად შექმნან და მართონ ახალი, რეგიონულ სპეციფიკაზე მორგებული ტურისტული პროდუქტები და დასაქმდნენ მეგზურის პოზიციაზე რეგიონის მასშტაბით, ასევე, ჩაერთონ საოჯახო სასტუმროების მომსახურების გაუმჯობესების საქმეში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები. პროფესიული მომზადების პროგრამა არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ.
აპლიკანტები პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
სასწავლო პროცესი განხორცილედება . 2023 წლის 12 ივლისიდან 2023 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით (მათ შორის არდადეგები- 2023 წლის 31 ივლისიდან 2023 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით). კვირეული 12 საათიანი დატვირთვით, მისამართზე: ზუგდიდი, ჯანაშიას N14
დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე „,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)““ რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.
► ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროგრამის სახელწოდება სახელწოდება.
► ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე: 568 95 22 44; 557 44 09 22;

