მართლმსაჯულების სახლი / House Of Justice დიპლომატ თედო ჯაფარიძის საჯარო ლექცია.

მიმდინარეობს საიტის განახლება

აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 9-10 ივნისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მე-4 ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა დიპლომატ თედო ჯაფარიძის საჯარო ლექცია.

6 თვიანი პროგრამის ფარგლებში, სამართლის მე-4 ჯგუფის მსმენელებისთვის ასევე ჩატარდა ქ.ნ ეკა ბესელიას პრაქტიკული ტრენინგი.

თემა:" ადვოკატის ეთიკური ქცევის შეფასება".

პროგრამის მონაწილე მსმენელებმა ეთიკის კომისიის წინაშე შეაფასეს ადვოკატის ეთიკური ქცევა, როგორც ბრალდების მხარის ასევე დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე და ეთიკის კომისიის წინაშე დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები.

ასევე პრაქტიკული ტრენინგის დროს მოამზადეს შუამდგომლობა დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

გარდა ამისა პროგრამის მონაწილე მსმენელებს ჩაუტარდათ კომუნიკაციის ექსპერტის დოდო შონავას პრაქტიკული ტრენინგი.

თემა: "მედიასთან გამოსვლის ხელოვნება".

საინტერესო იყო პრაქტიკული სავარჯიშოები პროგრამის მონაწილეთათვის, რომელიც მათ შეასრულეს.

მართლმსაჯულების სახლი / House Of Justice

USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა