საინფორმაციო შეხვედრა (ღია კარის დღე) ..
15 ივნისს, ხუთშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მაგისტრობის კანდიდატებისათვის და გრანტის გაუმჯობესების მსურველებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა (ღია კარის დღე) ონლაინ რეჟიმში.
ღია კარის დღეზე გამოსაცდელები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის შინაარსობრივ ნაწილთან და სხვადასხვა დავალების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ასევე შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლებისგან მიიღებენ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო პროცესში.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.
დასწრება შესაძლებელია 15 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე სპეციალური ბმულის მეშვეობით.

