უნივერიტეტში ჩატარდა, ,,პრაქტიკული ბუღალტერიის" პროფესიული მომზადების პროგრამის დახურვის ცერემონიალი.

მიმდინარეობს საიტის განახლება
2023 წლის 14 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტში ჩატარდა, ,,პრაქტიკული ბუღალტერიის" პროფესიული მომზადების პროგრამის დახურვის ცერემონიალი. პროგრამაში ინტეგრირებული იყო კომპონენტი ,,რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის“, რომელიც ეფუძნება SHUTTLE მეთოდოლოგიას. აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობდა საპილოტე რეჟიმში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ,,პრაქტიკული ბუღალტერიის“ კურსი დაასრულა 11 მსმენელმა, მათ შორის 5 დასაქმდა და 2 თვითდასაქმდა.
,,SHUTTLE’’ დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამა ხორციელდება მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (AAH) მიერ, პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).
354240101_609797224464993_7975935133408303584_n.jpg 354461464_609797427798306_6617135696398434494_n.jpg
354470439_609796474465068_5854713171076049604_n.jpg 354241539_609939877784061_7147513270719873100_n_0.jpg