უნივერსიტეტში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ნათია გვენეტაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

       355566426_657766525749427_6099254422557184515_n.jpg 355480837_923653588740776_5610658222690635481_n.jpg

       355413069_2569339569881035_7549547308946430589_n.jpg 356015940_944516783423081_693157441409005318_n.jpg