უნივერსიტეტში (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა
მიმდინარეობს საიტის განახლება
2023 წლის 26 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებისათვის USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენერებმა ქოუჩებმა აზა ჯოჯუამ და მანანა შეროზიამ იმიტირებული გაკვეთილები ჩაატარეს კითხვასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში. იმიტირებულ გაკვეთილებს აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა. იმიტირებული გაკვეთილები მომავალ მასწავლებლებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.