უნივერსიტეტსა და კაუნასის ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვაში. კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ორი მხარის მიერ ხელი მოეწერა მემურანდუმს.

მემურანდუმი ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ კაუნასის გამოყენებითი ინჟინერიის მეცნიერებათა უნივერსიტეტს (KTK), დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობისა და ხარისხის გაუმჯობესების, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” ფარგლებში კვლევების მიმართულებით პარტნიორობა.

ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტმა მობილობით მიიღო კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრის ლიეტუველი 2 სტუდენტი და პროფესიული მასწავლებელი, ისინი 1 თვის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში.

       355440168_740860408039608_5236910207264556720_n.jpg 357391296_618960346882014_8698371206833861644_n.jpg

       355123036_740860178039631_5446755321690831545_n.jpg 357372731_618960723548643_1551658836138222635_n.jpg

       358155611_618966026881446_8466553213664272225_n.jpg 357409722_618960406882008_2027277932058439405_n.jpg