შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”) ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო კვირეულს ესწრებოდნენ.
ერთი კვირის განმავლობაში კონსორციუმის წევრი ქართველი და უცხოელი პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები პროექტის ფარგლებში გახსნილ სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგების სამუშაო გაიდლაინებს შეიმუშავებდნენ, რომელიც იქნება ღია წვდომის და აიტვირთება პროექტის ვებგვერდზე.