უნივერსიტეტი 2023 წლის 14 ივლისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  2023 წლის  14 ივლისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის მოადგილის ვაკანტური  ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.  

რექტორის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი,  რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.

              კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია.

3. სამოქმედო გეგმა.

4. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.

5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. ორი ფოტოსურათი.

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2023 წლის 15 აგვისტოდან  24 აგვისტოს ჩათვლით  (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის  29 აგვისტოს  (საბუთების განხილვა), 30  აგვისტოს  (გასაუბრება).