უნივერსიტეტი 2023 წლის 15 ივლისიდან აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2023 წლის 15 ივლისიდან აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
დეკანის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია.
3. სამოქმედო გეგმა.
4. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
6. ორი ფოტოსურათი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2023 წლის 15 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 29 აგვისტოს (საბუთების განხილვა), 30 აგვისტოს (გასაუბრება).

