კონკურსი “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“!.

მიმდინარეობს საიტის განახლება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა,ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.

განცხადებება სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა მიეწოდოს მ/წ 20  აგვისტოს ჩათვლით.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid01Dk1NEoaTxsTDTcgttFoEf...