განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ გივი მიქანაძეს ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გივი მიქანაძე იმყოფებოდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. შედგა შეხვედრა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. უნივერსიტეტის გამოწვევებსა და საჭიროებების მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ.განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, მათ შორის რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების საქმეში.განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ დაათვალიერა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები ზუგდიდსა და სენაკში, მათ შორის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

359809986_625988119512570_6798963285838221048_n.jpg356969131_180188371709379_1155168539613955044_n.jpg358947050_138499649271921_408324999177849195_n.jpg356805540_821055469598386_9105443440778947287_n.jpg359812092_625995046178544_1005038086875134826_n.jpg359819691_625995016178547_8796923202789717391_n.jpg356962938_670499501713333_3301232872831872105_n.jpg356949459_305774685227456_6452655814393170529_n.jpg356954766_308381158194769_6739155202071280551_n.jpg359085456_1301730580523002_2569321743108133953_n.jpg