19.06.2012 კონკურსი ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებისათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის". პროგრამა მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში ინგლისური ენის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებელთა დასაქმებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ხდება კონკურსის წესით. კონკურსი ორეტაპიანია და შედგება წერითი(ტესტირება) და ზეპირი გასაუბრებისაგან.
კონკურსის წესით დასაქმებული მასწავლებლები:
საათობრივი ანაზღაურების გარდა, სამინისტროს მხრიდან მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას 400(ოთხასი) ლარის ოდენობით;
უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით;
ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
საშუალება ექნებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები;
სკოლის სახელმძღვანელოები გადაეცემათ უფასოდ;
პროგრამაში მონაწილეობა ჩაეთვლებათ პედაგოგიურ სტაჟად, რაც გაადვილებს სერტიფიცირების პროცესს;
გაეცნობიან განათლების რეფორმის მიმდინარეობას და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა სიახლე რესურსცენტრებისა და სამინისტროს მეშვეობით;
გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას მაღალმთიან აჭარაში და შეიტანენ თავიანთ წვლილს განათლების ხარისხის ამაღლებაში;
ინგლისური ენის მასწავლებლობის მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა და ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლობის მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: კარგად უნდა იცოდეს თავისი საგანი და ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.moecs.ge
ელ.ფოსტა: ganatleba.teach@gmail.com