მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამა გრძელდება!.
მიმდინარეობს საიტის განახლება
უნივერსიტეტს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უერთდება კიდევ ერთი ამერიკელი მასწავლებელი. ის ასისტენტობას გაუწევს უნივერსიტეტის ქართველ პროფესორებს და ჩაერთვება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. ხელს შეუწყობს სტუდენტების ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ერთ აკადემიურ წელს გაატარებს ჩვენს უნივერსიტეტში. პროგრამას ორგანიზებას უწევს ამერიკის საელჩო საქართველოში.