„სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, შეხვედრა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ერასმუს + საერთაშორისო პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ესტონეთისა და ლატვიის პარტნიორ უნივერსიტეტებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა გაიზიარა ვიზიტის მონაწილე მკვლევარების მიერ მიღებული გამოცდილება და ცოდნა.

შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში დასწრებოდნენ პროექტის პარტნიორ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალი ესტონეთისა და ლატვიის უნივერსიტეტებში ვიზიტის დროს გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტების ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურას, კვალიფიკაციების მინიჭების პროცედურებს, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შინაარსს, პრაქტიკის გავლის კომპონენტს, ნაშრომების მომზადების წესს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს, სტუდენტების ჩართულობის წამახალისებელ მექანიზმებსა და სხვა რელევანტურ საკითხებს. მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მოენახულებინათ ვეტ-კლინიკები და კლინიკური ლაბორატორიები.

           384098911_661167412661307_1025709477527887756_n.jpg 384112330_661167869327928_626464122192938461_n.jpg