ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდა ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერა.

ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს. ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს სასწავლო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას  სტატუსის აღდგენის თაობაზე  2023 წლის 13 ოქტომბრამდე განცხადებით და წარმოადგინოს მიმდინარე შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტში არსებული წესის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ეხება სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.