ვორქშოფი -„დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გამოწვევები და პერსპექტივები თანამედროვე ევროპაში“.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზადარის უნივერსიტეტთან და ვარშავის უნივერსიტეტთან კოლაბორაციით ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საგანმანათლებლო პროექტს „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად. პრობლემები და გამოწვევები“.
პროექტის ფარგლებში, 6 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოფი -„დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გამოწვევები და პერსპექტივები თანამედროვე ევროპაში“.