საერთაშორისო კონფერენცია Erasmus+ CBHE საერთაშორისო პროექტის E-PSY ფარგლებში

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE საერთაშორისო პროექტის E-PSY - (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის მონაწილე დარგის სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უახლესი კვლევების შედეგები როგორც სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის პრინციპებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის უახლესი და აპრობირებული მეთოდების შესახებ.