პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!..

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აპლიკანტებმა (ვინც რეიტინგულ სიაში ჩასარიცხი ადგილი დაიკავა) 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

.ერთი ფოტო 3/4-ზე;

.ზოგადი საბაზო (9 კლასი) /ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ატესტატის ასლი;

.იმ შემთხვევაში თუ დასრულებული გაქვთ პროფესიული კოლეჯი ან უნივერსიტეტი, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია-მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

.საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

.აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;

საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა);

შედუღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის შესახებ ცნობა(ფორმა 100).

დოკუმენტების წარუდგენლობა/არასრულყოფილად წარდგენის ან ვერ წარმოდგენის შემთხვევა გახდება ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 209-ე აუდიტორიაში.