საინფორმაციო შეხვედრა „ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ“.
ვარდისფერი ოქტომბრის სახელით ცნობილი, მკერდის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა „ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ“. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ისაუბრეს სკრინინგის მნიშვნელობაზე.
რა არის კიბოს სკრინინგი?
კიბოს სკრინინგი გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის რეგულარულ პროფილაქტიკურ გასინჯვებს დაავადებათა დროული გამოვლების მიზნით. ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა პრაქტიკულად 100%-ში ამარცხებს დაავადებას.
კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შემდეგი ასაკობრივი კატეგორიისთვის:
40-დან 70 წლის ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი;
40-დან 70 წლის ჩათვლით - მკერდის ექოსკოპია;
25-დან 60 წლის ჩათვლით - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

