აზროვნების აკადემიის შემეცნებითი ტურნე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში..

მიმდინარეობს საიტის განახლება

26 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს აზროვნების აკადემიას. აზროვნების აკადემიის ორგანიზებით იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში - შემეცნებითი ტურნე რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში, აზროვნების აკადემიის ლექტორები (ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები) ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 26 ნოემბერი - ანდრო დგებუაძე - ,,თვითშემეცნება". 18:00 - 20:00 საათი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.