კონკურსი,სტაჟირების პროგრამის ფარგლებში..

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გეგმავს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყებას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ექვსთვიან ანაზღაურებად მოსამზადებელ სასწავლო კურსს (როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს).

პროგრამის მონაწილენი სამ თვიან სწავლებას გაივლიან ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო სამ თვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს - საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.

თანდართული დოკუმენტის სახით იხილეთ ქვემოთ მოცემული ფაილი   (სავალდებულო პირობებით და სასწავლო თემატიკით) ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის შესახებ, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://is.ge/ka-ge/

აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანია თქვენი სასწავლო დაწესებულებების აქტიური მხარდაჭერა.