ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრას ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
1ნოემბერს უნივერსიტეტს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სტუმრობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან. მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
დაიგეგმა ინტერნაციონალიზაციის გაძლერების მიზნით ლიეტუვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შემდგომი თანამშრომლობა, მათ შორის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და გამოცდილების გაზიარება.





