ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, ამ დღესთან დაკავშირებით, ფსიქოლოგმა ნინო ჯანაშიამ გამართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე - ფსიქიკური კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტრუმენტები.
ლექციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
მენტალური ჯანმრთელობის რაობა და მნიშვნელობა;
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
სტრესი და ემოციური დაძლევის მექანიზმები;
თვითზრუნვა და ემოციური ჰიგიენა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება.