ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები შოთა მესხიას ზიგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
უნივერსიტეტს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ამერიკის ატაშე კულტურის დარგში ივენ ქოლი და განათლების პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე. სტუდენტებს გააცნეს საელჩოს გაცვლითი პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია რეგისტრაცია.
პროგრამების ჩამონათვალი: https://ge.usembassy.gov/ka/education-exchanges-ka/
სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მეტი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტში არსებული ENGLISH CLUB-ის ამერიკელი ლექტორები და უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების/პროექტების სამსახური ხვალ, 7 ნოემბერს გთავაზობთ ვორქშოფს: როგორ დავრეგისტრირდეთ ამერიკის საელჩოს გაცვლით პროგრამებზე.
აქცენტი გაკეთდება პროგრამაზე: Study of the United States Summer Institute (SUSI).
ამერიკელი ლექტორები დახმარებას გაგიწევენ აპლიკაციის შევსების პროცესში.



