რეგისტრაცია_ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ..
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO აკადემიის მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, ხოლო კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. (დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდს (იხ. ბმული) ან Facebook გვერდს (იხ. ბმული).
კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2023 წლის 9 ნოემბერს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე dl101ge@sakpatenti.gov.ge, საკონტაქტო პირი: ლალი ამირანაშვილი, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი, მობ.: 599 913170 ელ.ფოსტა: lamiranashvili@sakpatenti.gov.ge
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი

