ესმა კუნჭულიას სალექციო კურსი: „ქართული სამზარეულო - როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლო და მისი პრეზენტაცია/პოპულარიზაცია მსოფლიოში“.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასტრონომიის აკადემია დაარსდა და გთავაზობთ პირველ აქტივობას.
14-16 ნოემბერს ჩატარდება ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, კულტუროლოგისა და ტელეწამყვანის ესმა კუნჭულიას სალექციო კურსი: „ქართული სამზარეულო - როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლო და მისი პრეზენტაცია/პოპულარიზაცია მსოფლიოში“.
სალექციო კურსი მოიცავს 3 დღის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს.
სალექციო კურსზე რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ გადადით ბმულზე:

