დისკუსია „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ და პანელურ , სოციალური სამართლის სწავლების შესახებ.
17 ნოემბერს 11 საათზე გიწვევთ წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ წარდგენასა და პანელურ დისკუსიაზე, სოციალური სამართლის სწავლების შესახებ. ნაშრომი არის საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში და განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია

