ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შეხვედრაზე, უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ, დელეგაციის ხელმძღვანელს, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს კლაუდია არპას მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ გამოხატავენ.

თეონა ხუფენიამ სტუმრებს უნივერსიტეტის სამუშაო სპეციფიკა და საერთაშორისო პროგრამები გააცნო.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს 22 პარტნიორ ქვეყანასთან, ჰყავს 17 გაცვლითი პროფესორი და 30-ზე მეტი ერასმუსელი.

პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მოწოდებულია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

შეხვედრას ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდა. მერის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა დელეგაციის მიმართ მადლიერება. ასევე, ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონისთვის.

შეხვედრის დასასრულს კონსტანტინე კაკავამ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას, მდგრადი და სანდო პარტნიორობისთვის.

ვიზიტი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდა.

დელეგაციასთან ერთად, ზუგდიდში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი იმყოფებოდა.

        368023387_681303230774251_6307607884524192521_n.jpg 369399093_561092092860980_6935729127685794412_n.jpg

        386868716_1398339241037262_9009065940333467017_n.jpg 387483226_157595067444284_4357593524756536766_n.jpg

        371544294_1457281664835988_8314550125417052232_n.jpg 370169090_358527056690682_2949138597003160042_n.jpg

        386873165_896035191443742_2457744847196771217_n.jpg 370107227_711347873932403_3178432126728287147_n.jpg

        403756011_731730038995073_8821297740276224620_n.jpg 403846860_731730282328382_6879779529127890641_n.jpg