აჭარის მუზეუმი Ajara Museum და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მიმდინარეობს საიტის განახლება

6 დეკემბერს, აჭარის მუზეუმი Ajara Museum და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს:

შემოქმედებითი მუშაობის, სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური განათლებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენებას;

სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას;

სტუდენტების ჩართულობას პროექტებში, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში, საჯარო ლექციებში;

გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;

ერთობლივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას;

ერთობლივი ღონისძიებებისა და ერთობლივი კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ცალკეული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობასა და კონსულტაციების გაწევას.

მუზეუმის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები.

სსიპაჭარის მუზეუმიაერთიანებს ოთხ მუზეუმსა და სამ ფილიალს:

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;

აჭარის ხელოვნების მუზეუმი;

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი;

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი;

ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი;

მემედ აბაშიძის სახელობის სახლ- მუზეუმი;

რელიგიის მუზეუმი.