სამუშაო შეხვედრა, გასტრონომიის მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებით..
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის ფარგლებში შემუშავდა გასტრონომიის მუზეუმის კონცეფცია.
28 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა, გასტრონომიის მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებით, გაიმართა თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. შეხვედრას უმასპინძლა თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას:
1. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი;
2. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
3. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
4. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
5. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი;
6. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
7. თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
8. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი;

