უნივერსიტეტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - Creative Spark თანამშრომლობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2023 წლის 21 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - Creative Spark თანამშრომლობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის სკოლების წარმომადგენლებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი Learning Labs პროგრამის შესახებ, რომელიც გულისხმობს, ზუგდიდის უფროსკლასელთათვის, არაფორმალური განათლების გზით, ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების ჩართულობით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელება დაიწყება 2024 წლის იანვრიდან.
ზემოაღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი თეონა ხუფენია და პროექტის „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“ პარტნიორი ორგანიზაციის Creative Spark წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები.