სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური კონფერენცია, სადაც შეჯამდა მიღწეული შედეგები.
2023 წლის 19 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE საერთაშორისო პროექტის E-PSY - Psychological Counselling Centers For Students E-PSY "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური კონფერენცია, სადაც შეჯამდა მიღწეული შედეგები.
პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტის ანგარიში. კონსორციუმის წევრი 9 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა, მათ შორის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებულ აქტივობებსა და უნივერსიტეტში დაფუძნებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის მნიშვნელობაზე.

