პროფესიული მიმართულებით ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტმა ლიეტუვადან გაცვლით სტუდენტთა მეორე ჯგუფი მიიღო.
პროფესიული სტუდენტები 1 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და პრაქტიკებს გაივლიან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან. მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
P.S. უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრში უმასპინძლებს ორ გაცვლით პროფესორს ლიეტუვადან.



