უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა CDS-სამუშაო ჯგუფის წევრებთან და სტეიკჰოლდერებთან.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის მხარდაჭერით, 30 იანვარს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა CDS-სამუშაო ჯგუფის წევრებთან და სტეიკჰოლდერებთან.
პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა ზუგდიდის გასტრონომიის აკადემია და ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 5 წლიანია და შემუშავდა ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრების, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მიერ, Creative Spark (საქართველო), Creative Strategies Lab (საქართველო), Creativity Lab (ესტონეთი) და Culture Venture (მალტა) მჭიდრო თანამშრომლობით.

