უნივერსიტეტში დავით მოისწრაფიშვილის ხელმძღვანელობით კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, საგანმანათლებლო ცენტრის „მამული, ენა, სარწმუნოება“-ს ორგანიზებით და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით „ქართული კალიგრაფია - 2024“-ის ფარგლებში შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატრდა კალიგრაფიის მასტერკლასი, რომელსაც უძღვებოდა მხატვარი-კალიგრაფი დავით მოისწრაფიშვილი. ღონისძიება გახსნა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზაალ ქორთუამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა ბ-ნ გიორგი ფიფიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები, რომლებმაც მოისმინეს საინტერესო ლექცია და აქტიურად ჩაერთვნენ მასტერკლასის აქტივობებში.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი მადლობას უხდის შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეონა ხუფენიას გაწეული თანამშრომლობისათვის და ხელგაშლილი მასპინძლობისათვის.




