სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია 2024

მიმდინარეობს საიტის განახლება

სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და აგრარული მეცნიერებები“ ჩატარდება 2024 წლის 14-15 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და მომავლის ფერმები;
  • ცენარეთა ინტეგრირებული დაცვა კლიმატით შეცვლილ ლანდშაფტში;
  • კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა / მეფუტკრეობა / აკვაკულტურა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ 2024 წლის 1 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@fof.edu.ge.

განაცხადში/წერილში მითითებული უნდა იყოს: სტუდენტის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა, სტუდენტური სტატუსი/საფეხური, საკონფერენციო თემის მიმართულება.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

https://shorturl.at/cGIX2

https://shorturl.at/cfiV0

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.