პროფესიული მიმართულებით ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვადან გაცვლით სტუდენტთა მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით,პრაქტიკები წარმატებით გაიარა.
პროფესიული მიმართულებით ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვადან გაცვლით სტუდენტთა მეორე ჯგუფმა დაასრულა პროგრამა. მათ პრაქტიკები გაიარეს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან. Kauno technologijų mokymo centras. მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
P.S. უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრში უმასპინძლებს ორ გაცვლით პროფესორს ლიეტუვადან.

